თეგი: ბორის პისტორიუსი

გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი გახდა. საკანონმდებლო ორგანოში ფიცის დადების შემდეგ ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრად გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაამტკიცა. "გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილი ახალი საფრთხეების გამო, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გერმანიის არმიისთვის შეკავებისა და თავდაცვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა", - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. როგორც ცნობილია, ბორის პისტორიუსი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან 19 იანვარს გამართავს.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას ეწვევა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Bild am Sonntag-თან განაცხადა, რომ უკრაინაში ვიზიტს უახლოეს მომავალში გეგმავს. მანამდე, გერმანიამ რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გამოაცხადა, რომ უკრაინას ერთი მილიარდი ევროს მოცულობის სამხედრო დახმარებას მიაწვდის. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების პაკეტში Marder-ის 40 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, Gepard-ის ტიპის 7 თვითმავალი საზენიტო დანადგარი, Patriot-ის ერთ საზენიტო-სარაკეტო სისტემა, IRIS-T-ის კიდევ ერთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და მისთვის საჭირო რაკეტები შევა. რამშტაინის შეხვედრა: უკრაინისთვის ტანკების გადაცემაზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ბერლინი Leopard-ის ტიპის ტანკების მარაგების შემოწმებას იწყებს ქვეითთა საბრძოლო მანქანებსა და Patriot-ის სისტემებზე უკრაინელი სამხედროების წვრთნა იანვრის ბოლოს დაიწყება. საერთო ჯამში, გერმანიის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო დახმარება 3.3 მილიარდ ევროს გადააჭარბებს. მინისტრის თქმით, გერმანია არ გაჩერდება და უკრაინის დახმარებაზე უარს არ იტყვის. გერმანიას თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს  

გერმანიის განაცხადი საფრანგეთის უპრეცედენტო ნაბიჯის შემდეგ: NATO-მ უკრაინას გაწევრიანების გზაზე შესაძლოა, გარკვეული დაბრკოლებები მოუხსნას

NATO-ს მოკავშირეები შესაძლოა, მზად იყვნენ უკრაინის სამხედრო ალიანსისკენ მიმავალი გზიდან გარკვეული დაბრკოლებების მოსახსნელად, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა პარასკევს, ვილნიუსისს სამიტამდე რამდენიმე კვირით ადრე, რომელიც მიზნად ისახავს გადალახოს უთანხმოება კიევის გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მას ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ აშშ ღიაა, ნება დართოს კიევს, უარი განაცხადოს NATO-ს წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად საჭირო ოფიციალურ პროცესზე, რომლებიც წარსულში სხვა ქვეყნებისთვის სავალდებულო იყო. „მზარდი ნიშნებია იმისა, რომ ყველა შეძლებს ამასთან დაკავშირებით შეთანხმებას. მე ვიქნები ღია ამისთვის“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავის მხრივ, გამოცემა Axios-ის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმა“ (MAP) ალიანსში გასაწევრიანებლად და ის ომის შემდეგ უკრაინის NATO-ში გაწევრიანების გზის შემსუბუქების გეგმას ემხრობა. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მხარს უჭერს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის წინადადებას, რომ უკრაინას არ სჭირდება „წევრობის სამოქმედო გეგმის“ (MAP) განხორციელება ალიანსში გასაწევრიანებლად. ამის შესახებ Axios-ი ჯო ბაიდენსა და იენს სტოლტენბერგს შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. წყაროების ცნობით, სამშაბათს თეთრ სახლში, ჯო ბაიდენთან შეხვედრაზე, სტოლტენბერგმა წამოაყენა წინადადება, რომ უკრაინამ გაწევრიანების გზაზე პროგრესს მიაღწია და არ დასჭირდება მაპ-ის პროცესის ეტაპობრივად დასრულება, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა წევრებმა გაწევრიანებამდე გაიარეს. ერთ-ერთი წყაროს თქმით, ბაიდენი ეძებს საკითხის კომპრომისულ გადაწყვეტას, რომელსაც NATO-ს ყველა მოკავშირე დაეთანხმება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა ეს ფორმულირება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და NATO-ს წევრებს. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი აგრძელებს NATO-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდაჭერას და დასძინა, რომ თითოეულ ქვეყანას საკუთარი გზა აქვს ალიანსში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 15 მაისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც პარიზი NATO-ში გაწევრიანებისკენ უკრაინის სვლას მხარს უჭერს. მანამდე, უკრაინული მხარის ცნობით, ზელენსკისა და მაკრონის შეხვედრა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. უპრეცედენტო ფორმულირება - საფრანგეთმა NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდასაჭერად, დეკლარაციას მოაწერა ხელი დეკლარაციაში წერია, რომ NATO-ს ფარგლებში საფრანგეთი აგრძელებს ფოკუსირებას უკრაინის პირდაპირ მხარდაჭერაზე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს უკრაინა-NATO-ს კომისიას, როგორც შემდგომი გაძლიერებისა და გაფართოებისთვის პლატფორმას, რომ უკრაინამ ბუქარესტის დეკლარაციის შესაბამისად წაიწიოს წინ, ევროატლანტიკური ოჯახისკენ. იმ ფონზე, რომ უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს, 15 მაისს მიღებული დეკლარაცია განსაზღვრავს უკრაინის გზას სრულუფლებიანი წევრობისკენ, მაგრამ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის ეტაპით, რომლითაც კიევი ახლა არ არის კმაყოფილი. როგორც ცალკე პუნქტი, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „უკრაინა და საფრანგეთი მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე, ვილნიუსში, 2023 წლის ივლისში“. დოკუმენტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ, იგორ ჟოვკვამ და აღნიშნა, რომ „დეკლარაციის დამტკიცება მსგავსი ფორმულირებით ადრე უბრალოდ, შეუძლებელი იყო“. „საფრანგეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ევროატლანტიკურ ოჯახამდე მისასვლელად, მათ შორის უსაფრთხოების საერთო ინტერესების ხელშესაწყობად". საფრანგეთი და უკრაინა მოუთმენლად ელიან ამ საკითხების მოგვარებას NATO-ს სამიტზე ვილნიუსში 2023 წლის ივლისში. საფრანგეთთან დამტკიცებულმა ერთობლივმა დეკლარაციამ საშუალება მისცა უკრაინას, გააძლიეროს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხმა ევროატლანტიკური მიმართულებით. საფრანგეთთან ასეთი დეკლარაციის მიღების ფაქტი და თან მსგავსი ფორმულირებით, ადრე უბრალოდ შეუძლებელი იყო დღეს კი საფრანგეთი გახდა მე-18 სახელმწიფო, რომელთანაც ერთობლივი განცხადებები გვაქვს NATO-ში გაწევრიანების შესახებ“, - ამბობს ჟოვკვა. კიევი ამ ნაბიჯს მნიშვნელოვნად თვლის იქედან გამომდინარე, რომ საფრანგეთი ევროკავშირის და NATO-ს დამფუძნებელი სახელმწიფო, გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ავტორიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა და უდიდესი სამხედრო ძალაა ევროკავშირში. ევროპის დედაქალაქებში მოგზაურობის ფარგლებში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსგავსი ფორმულირებით დეკლარაციები მიიღო იტალიისა და გერმანიის ლიდერებთანაც. უკრაინის პრეზიდენტი იტალიაში, გერმანისა და საფრანგეთში ვიზიტის შემდეგ, 15 მაისს ჩავიდა ლონდონში. რას ელის კიევი ვილნიუსის სამიტისგან უკრაინა NATO-ში გაწევრიანების საგზაო რუკას ითხოვს. 28 აპრილის ინტერვიუს დროს, მიხაილო პოდოლიაკი, ვილნიუსის სამიტში მონაწილეობის ერთადერთ პირობას ასახელებდა. „ვილნიუსის სამიტში უკრაინის ინტენსიური მონაწილეობის ერთადერთი პირობაა NATO-ს სამხედრო ალიანსში გაწევრიანების კონკრეტული ლოგისტიკური ზუსტი გეგმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის... ჩვენ გვინდა, მივიღოთ კალენდარული გეგმა, თუ როდის ვიქნებით ალიანსში - რამდენი დრო დაგვჭირდება გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურების, ან გაწევრიანების ლოგისტიკური გეგმის გასავლელად“, - ამბობდა პოდოლიაკი. მისივე თქმით, ყველას ესმის, რომ მიღების პროცედურები ომის დროს ვერ წარიმართება, მაგრამ როგორც კი ომი უკრაინის პირობებით დასრულდება, უკრაინა ძალიან მოკლე დროში უნდა გაწევრიანდეს NATO-ში.  „მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე ყველაფერი ნათლად არის გაწერილი ალიანსში გაწევრიანების ბიუროკრატიულ პროცედურასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. ის მიიჩნევს, რომ საგზაო რუკა უკრაინის გაწევრიანების პროცედურასთან დაკავშირებით, ზუსტად ვილნიუსში უნდა ჩამოყალიბდეს. 20 აპრილს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ვილნიუსში სამიტისგან პოლიტიკურ მიწვევას ელოდება. ეს პირადად განუცხადა ზელენსკიმ NATO-ს გენდმივანს, რომელიც კიევში პირველად ჩავიდა ომის დაწყების შემდეგ და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. სტოლტენბერგის თქმით, ყველა მოკავშირე თანხმდება უკრაინის გაწევრიანებაზე, მაგრამ ახლა NATO-ს მთავარ ფოკუსშია უკრაინის გამარჯვება. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხი საჯარო დებატების საგანი გახდა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკისა და უკრაინის საზღვრებსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ჯარების მნიშვნელოვანი კონცენტრაციის ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ულტიმატუმის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი NATO-ს მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საჯარო უარი იყო, კრემლი ითხოვდა გარანტიებს აღმოსავლეთით NATO-ს არგაფართოების შესახებ. 28-30 ივნისს, მადრიდში NATO-ს სამიტი გაიმართა. NATO-ს მიერ სამიტზე მიღებული ახალი სტრატეგიული კონცეფცია უკრაინის მიმართ ღია კარის პოლიტიკას ადასტურებს. რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო -2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა.

პისტორიუსი: გერმანია მზადაა, დაეხმაროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში

გერმანია მზად არის, მხარი დაუჭიროს პოლონეთს NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დაცვაში. ამის შესახებ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. ინფორმაციას პოლონური მედია და Reuters-ი ავრცელებენ. კერძოდ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხსენებულ საკითხზე პრაღაში, ჩეხ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. პუტინი უკრაინის მოკავშირე და NATO-ს წევრ პოლონეთს ემუქრება ბელორუსში „ვაგნერის“ ჯგუფის ყოფნასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ კითხვას პისტორიუსმა შემდეგნაირად უპასუხა: „სადაც პოლონელ პარტნიორებს სჭირდებათ მხარდაჭერა, ისინი მიიღებენ მას. ისინი NATO-ს პარტნიორები და NATO-ს სანდო მოკავშირეები არიან. ამდენად, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ მზად ვართ.“ პისტორიუსის კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა 19 ივლისს განაცხადა, რომ პოლონეთი ბელორუსის საზღვართან დამატებით ძალებს გზავნის. პოლონეთი, ლატვია და ლიეტუვა „ვაგნერის აჯანყების“ შემდეგ, NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას აქტიურად ითხოვენ. ასევე წაიკითხეთ: გერმანია მზადაა, ლიეტუვაში 4000 ჯარისკაცი მუდმივად განათავსოს  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანიის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ბორის პისტორიუსი კიევში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს უკრაინის თავდაცვის მინისტრთან, რუსტემ უმეროვთან და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართავს. კიევში გასამართი შეხვედრების მთავარი თემა უკრაინელი ჯარისკაცების მომზადება და კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება იქნება. შეგახსენებთ, 20 ნოემბერს კიევში ასეევ ჩავიდნენ ლოიდ ოსტინი და კრისტოფერ კავოლი.  

პისტორიუსი: დასავლეთის პასუხისმგებლობაა, შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელ ZDF-თან ინტერვიუში უარყო მოსაზრება სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა „ძალიან ცოტას იღებს მისი პარტნიორებისგან.“ „ჩვენ უკრაინას ვამარაგებთ ისე, როგორც შეგვიძლია. იგივე ეხება თითქმის ყველა სხვა მოკავშირესა და პარტნიორს," - განმარტა ბორის პისტორიუსმა. თუმცა გერმანელმა მინისტრმა აღიარა, რომ გარკვეული პრობლემები იყო იარაღის მიწოდების ჯაჭვში. ბორის პისტორიუსმა განმარტა, რომ თავდაცვის ინდუსტრია ზრდის შესაძლებლობებს, როგორც შეუძლია", მაგრამ ამავე დროს, გერმანიის თავდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ამას დრო სჭირდება. ბორის პისტორიუსმა ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის პასუხისმგებლობაა, ომში, „ბრძოლის ველზე შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც პუტინი გააცნობირებს, რომ უკრაინაში ომს ვერ მოიგებს და ამიტომ უნდა მივიდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.“  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს

ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა. „ჩვენ, ევროპელები, ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უფრო მეტად უნდა ჩავერთოთ. ევროპამ თავი უკეთ უნდა დაიცვას, რადგან ათწლეულის ბოლოს შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები გაჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ის ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე გადაერთვება,“ - განაცხადა პისტორიუსმა. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა უკრაინაში საბრძოლო ძალისხმევა შეინარჩუნოს, ასევე, ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, საქართველოსა და მოლდოვას. „ჩვენ უნდა გავარკვიოთ, თუ როგორი პოზიციების დაკავება გვსურს აღმოსავლეთ ფლანგზე, NATO-ს თავდაცვითი გეგმების შესაბამისად,“ - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.  

რუსეთი ემუქრება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოსა და მოლდოვას - პისტორიუსი

გერმანიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ევროპამ უკეთ უნდა დაიცვას თავი, რადგან ათწლეულის ბოლოსთვის შესაძლოა, ახალი სამხედრო საფრთხეები აღმოცენდეს, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების მოკავშირე შეერთებული შტატების ყურადღება ინდო-წყნარი ოკეანისკენ ინაცვლებს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი მნიშვნელოვნად აგრძელებს იარაღის წარმოებას, რათა შეინარჩუნოს მისი ძალისხმევა უკრაინაში, იმავდროულად, ემუქრებოდა ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ასევე, საქართველოს და მოლდოვას. „ჩვენ, ევროპელებმა, მეტი უნდა ვიმუშოთ ჩვენს კონტინენტზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“ - განაცხადა პისტორიუსმა და აღნიშნა, რომ რეგიონს დრო დასჭირდება საკუთარი იარაღის წარმოების გასაზრდელად.  

გერმანია სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას განიხილავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ქვეყანაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის აუცილებლობა აღიარა და მის შეჩერებას შეცდომა უწოდა. „მე განვიხილავ ყველა ვარიანტს... ერთ დროს იყო სამხედრო სავალდებულო სამსახურის შეჩერების მიზეზები. მაგრამ ეს შეცდომა იყო," - განუცხადა პისტორიუსმა გერმანულ გაზეთ Die Welt-ს ინტერვიუში. თუმცა მისი განმარტებით, ახლა სავალდებულო გაწვევაზე დაბრუნება რიგი საკითხების გამო, მათ შორის, სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზებით, რთულია. ამავდროულად, ის ამჟამად შვედურ მოდელს განიხილავს, სადაც სამხედრო სამსახურზე პასუხისმგებელნი არიან როგორც კაცები, ასევე, ქალები, მაგრამ მათი მხოლოდ ნაწილია გაწვეული, გერმანიაში გენერალური გაწვევა 2011 წლის პირველ ივლისს გაუქმდა. აპრილში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ესპანურ გაზეთ La Vanguardia-ს განუცხადა, რომ გერმანია არ აპირებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დაბრუნებას, რადგან ბერლინს ამის შესაძლებლობა და სახსრები არ გააჩნდა.  

ცივი ომის დასრულების შემდეგ პირველად, გერმანია თავდაცვაზე მშპ-ს 2%-ს დახარჯავს

1990-იანი წლების შემდეგ პირველად, გერმანია, NATO-ს მიზანს მიაღწია და საკუთარი მშპ-ს 2%-ს თავდაცვისთვის გამოყოფს. Reuters-ის ცნობით, შესაბამისი განცხადება გერმანიის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გააკეთა. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ მოსალოდნელია, რომ 18 ქვეყანა დააკმაყოფილებს 2%-იან მიზანს. ხუთშაბათს ბრიუსელში ალიანსის თავდაცვის მინისტრები იკრიბებიან. უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის ცალკე შეხვედრა, რომელსაც შეერთებული შტატები უმასპინძლებს, ოთხშაბათს გაიმართება.  ჯო ბაიდენი: დონალდ ტრამპის განცხადება NATO-ს მოკავშირეებთან დაკავშირებით, სისულელეა, სამარცხვინოა, არაამერიკულია  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი დასავლეთს მოუწოდებს, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადოს

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა ევროპასა და NATO-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, ყველაზე უარესი სცენარისთვის მოემზადონ. მან ასევე მოუწოდა ამერიკელ კანონმდებლებს, დაამტკიცონ უკრაინის დამატებითი სამხედრო დახმარება და აღნიშნა, რომ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებშია. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის დამარცხების შემთხვევაში შედეგები არა მხოლოდ ევროპისთვის, არამედ აშშ-სთვისაც მძიმე იქნება და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრა საფრთხეს უქმნის „წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს.“ „ვერ ვიწინასწარმეტყველებ, იქნება თუ არა თავდასხმა NATO-ს ტერიტორიაზე. მაგრამ ეს შეიძლება, ხუთ-რვა წელიწადში მოხდეს," - განაცხადა პისტორიუსმა Bloomberg-თან ინტერვიუში. "ევროპა გეოგრაფიულად შორს არის აიოვას ან ვისკონსინისგან, მაგრამ მაინც ძალიან ახლოსაა უსაფრთხოების პოლიტიკის თვალსაზრისით. ევროპაში ნაკლები უსაფრთხოება ნიშნავს ნაკლებ უსაფრთხოებას შეერთებული შტატებისთვის. არ უნდა მივიღოთ თავისუფლება რაღაცად, რაც თავისთავად მოდის. ჩვენ უნდა დავიცვათ ის. საჭიროების შემთხვევაში მისთვის ბრძოლა მოგვიწევს,“ - აღნიშნა პისტორიუსმა. რუსეთთან კონფლიქტისთვის მზადების შესახებ გაფრთხილებები სულ უფრო ინტენსიურად ისმის. ნიდერლანდელმა ადმირალმა, NATO-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე რობ ბაუერმა კვლავ განაცხადა, რომ მაშინ, როცა შეიარაღებული ძალები უკვე მზად არიან კონფლიქტისთვის, მოქალაქეებიც ასევე მზად უნდა იყვნენ ამისთვის, რაც მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებას მოითხოვს. მისი ეს გაფრთხილება წინ უსწრებდა NATO-ს ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს ცივი ომის შემდეგ. Steadfast Defender 2024 - 90 000 სამხედრო მოსამსახურის მონაწილეობით მაისამდე გასტანს. რუსეთთან ომის გაფრთხილების შესახებ გამოვიდა ბორის პისტორიუსიც. „ჩვენი ექსპერტები ელიან 5-დან რვა წლამდე პერიოდს, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება,” - განუცხადა მან გერმანულ გამოცემა Der Tagesspiegel-ს. „თითქმის ყოველდღე გვესმის მუქარა კრემლიდან, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვლადიმერ პუტინი შესაძლოა, ერთ დღეს NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხას თავს. მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა "ამჟამად," აღნიშნა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ ვოლოდიმერ ზელენსკიმ 17 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას კვლავ მოუწოდა დასავლეთის სახელმწიფოებს, გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინაში და რომ უკრაინული ძალების მოქმედებები შეზღუდულია, რასაც „ავდიივკაში არსებული ვითარება ადასტურებს“. მან ასევე განაცხადა, რომ არ განიხილავს აშშ-ის დახმარების ალტერნატივებს, რადგან ელის, რომ საკითხი მოგვარდება და ვაშინგტონი სტრატეგიულ მოკავშირედ დარჩება. შეგახსენებთ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 2023 წლის 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის, 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 2023 წლის 17 თებერვალს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ომის მეორე წელს, ზამთრის პირობებში და რუსეთის მასიური თავდასხმების ფონზე, უკრაინა პარტნიორების დახმარებით საჰაერო თავდაცვას აძლიერებს. კიევი F-16-ის თვითმფრინავების მიღებისა და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დახმარების დამტკიცების მოლოდინშია.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: რუსეთმა „საინფორმაციო ომი“ გააჩაღა

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა. პისტორიუსმა რუსული მედიის მიერ გერმანიის მაღალი რანგის სამხედრო ოფიცრების შეხვედრის ჩანაწერის გამოქვეყნებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. „ეს ინციდენტი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საუბრის მოსმენა. ეს არის საინფორმაციო ომის ნაწილი და ჩვენ არ უნდა დავემორჩილოთ პუტინის ხრიკებს. ეს არის ჰიბრიდული დეზინფორმაციული თავდასხმა, რომლის მიზანია ჩვენი ერთიანობის შელახვა,“ – აღნიშნა პისტორიუსმა. გერმანიის ხელისუფლება იძიებს, როგორ მოხვდა რუსეთის ხელში გერმანელი ოფიცრების საუბრის ჩანაწერი.  

პისტორიუსი: გერმანიის ოფიცრების საუბრის მოსმენა დაუცველი არხის გამოყენების გამო გახდა შესაძლებელი

აუდიოკონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომლის დროსაც რაკეტა Taurus-ის ტექნიკური შესაძლებლობები განიხილებოდა, ღია საკომუნიკაციო არხი გამოიყენა. ამის შესახებ დღეს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. გერმანიის სამხედრო კონტრდაზვერვის გამოძიებამ დაადგინა, რომ მოსმენა შესაძლებელი გახდა საუბრის ერთ-ერთი მონაწილის მიერ ტექნიკური აღჭურვილობის „გამოყენებაში შეცდომის“ გამო. სინგაპურში მყოფმა ოფიცერმა Webex-ზე საუბრისას გამოიყენა არხი, რომელიც არ იყო კოდირებული. „ამის გამო მოხდა მონაცემთა გაჟონვა,“ - განაცხადა პისტორიუსმა. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკვე შესაძლებელია იმის გამორიცხვა, რომ საუბარში რუსეთის ჯაშუში იყო „ჩანერგილი“. პისტორიუსმა ასევე აღნიშნა, რომ „ძირითადად ყველა გერმანული საკომუნიკაციო სისტემა საიმედოა.“ აუდიოკონფერენციის მონაწილეების მიმართ დაიწყო დისციპლინური გამოძიება. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არის „ნორმალური პროცესი“. მისი დასრულების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება შესაძლო სასჯელებზე. გერმანიაში სამხედრო მაღალჩინოსნების საუბრის ჩანაწერის გაჟონვის საქმეს იძიებენ  

„ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს“ - პისტორიუსმა გერმანიის შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმირების შესახებ გამოაცხადა

უახლოეს მომავალში გერმანიაში ერთიანი ოპერატიული სარდლობა ოთხი ძირითადი ტიპის ჯარის, მათ შორის, კიბერ-ჯარები შეიქმნება. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა. მისი თქმით, ბუნდესვერი ომისთვის მზად უნდა იყოს. პისტორიუსმა წარმოადგინა შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმის გეგმები. ტრანსფორმაციის ცენტრალური წერტილი იქნება ბუნდესვერის ერთიანი ოპერატიული სარდლობის შექმნა, რომელსაც დაექვემდებარება ოთხი ტიპის ჯარი - სახმელეთო არმია, საჰაერო ძალები, საზღვაო ძალები და კიბერ და საინფორმაციო თავდაცვის ძალები. „ერთიანი ოპერატიული სარდლობა გააერთიანებს არსებულ ტერიტორიულ სარდლობას და საგარეო მისიების სარდლობას. ეს უზრუნველყოფს „ერთიან ლიდერობას ბუნდესვერის ყველა ოპერაციაში“ და შექმნის „ცენტრალური კონტაქტის ღერძს“ ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ახალი, მეოთხე ტიპის ჯარები შეებრძოლებიან დეზინფორმაციულ კამპანიებს და დაიცავენ ბუნდესვერის ქსელებს ჰაკერული თავდასხმებისგან. გარდა ამისა, კიბერ ძალებზე საუბრისას, პისტორიუსმა აღნიშნა ომის მზარდი მნიშვნელობა ელექტრონული ომის გამოყენებით, კერძოდ, ხაფანგში ჩამკეტების გამოყენებით. „რეფორმის მიზანია ბუნდესვერის რესტრუქტურიზაცია ისე, რომ იგი ოპტიმალურად იყოს მომზადებული საგანგებო, თავდაცვისა და ომის შემთხვევაშიც კი,“ - აღნიშნა მინისტრმა. სანდო შეკავების საჭიროება ამავე დროს, პისტორიუსმა ისაუბრა ევროპაში გაზრდილი საფრთხის ფონზე და ხაზი გაუსვა ბუნდესვერის ომისთვის მომზადების მიზანს. გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა უნდა უზრუნველყონ საიმედო შეკავება, რათა „NATO-ს ტერიტორიაზე თავდასხმის“ იდეა არავის გაუჩნდეს, დასძინა ბორის პისტორიუსმა. მისი თქმით, ამით მან ბუნდესვერის რეფორმის დაწყებას სიგნალი მისცა. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კი, "მომავალი თვეებისთვის დაანონსდა. “ეს გეგმები ითვალისწინებს გერმანიაში 2011 წელს გაუქმებული საყოველთაო გაწვევის შესაძლო დაბრუნებას. ამ საკითხზე გადაწყვეტილება პარლამენტთან ერთად მოგვიანებით მიიღება,“ დასძინა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის აუცილებლობა გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ისაუბრა 2025 წელს მისი დეპარტამენტის ბიუჯეტის 6,5 მილიარდი ევროთი გაზრდის აუცილებლობაზე. დღესვე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეა მოიწონა. პისტორიუსმა უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის NATO-ს ფონდის შექმნის წინადადებას "ყურადღების ღირსი" უწოდა. „ყველაფერი, რაც მხარს დაუჭერს ქვეყანას, რომელიც იცავს თავს რუსეთის შეჭრისგან, მიზანშეწონილია,“ აღნიშნა პისტორიუსმა. ამასთან, პისტორიუსის თქმით, გასათვალისწინებელია უკრაინისადმი დახმარების მოცულობა, რომელიც ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე ცალმხრივად გაუგზავნეს კიევს. გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლციმ 2022 წლის 27 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან სამი დღის შემდეგ წარმოთქვა ძირითადი სიტყვა ბუნდესტაგში, რომლის დროსაც მან აღნიშნა, რომ „საჭიროა, უახლოეს წლებში აღდგეს ბუნდესვერის ძალაუფლება, რომელიც დაზარალდა ასიგნებების შემცირებით.“ ამავე დროს, მან თავდაცვის პოლიტიკის არსებულ “ეპოქაში“ ცვლილებების შესახებ გამოაცხადა. Bloomberg: NATO უკრაინისთვის $100 მილიარდიანი ფონდის შექმნის იდეით გამოდის